logo

"მილანმა" 6 ფეხბურთელი ხელშეუხებელთა სიაში შეიყვანა

"მილანმა" 6 ფეხბურთელი ხელშეუხებელთა სიაში შეიყვანა

"მილანმა" 6 ფეხბურთელი ხელშეუხებელთა სიაში შეიყვანა. რაც არ უნდა მოხდეს "როსონერი" ამ ფეხბურთელებს არ დათმობს. ესენია: ალესიო რომანიოლი, ტეო ერნანდესი, ისმაელ ბენასერი, სამუ კასტილეხო, ანტე რებიჩი და რაფაელ ლეაო.

ყველა მათგანს ევროპის მასშტაბით ბევრი მსურველი ჰყავს, მაგრამ ლომბარდიული გრანდის პოზიცია უცვლელია. სიაში ბევრისათვის მოულოდნელად მოხვდა კასტილეხო, რომელმაც ჰაკან ჩალჰანოღლუს ადგილი დაიკავა.

"მილანი" ასევე გამოისყიდის რებიჩს, რომელიც მომავალ სეზონში გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იქნება. იგივე შეიძლება ითქვას ლეაოზეც, რომელზეც ხელმძღვანელობა დიდ იმედებს ამყარებს.

4 თვის წინ
1544 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 31
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ