ტიაგო სილვას "პსჟ"-სთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ლეონარდო ახალ ხელშეკრულებას არ სთავაზობს, ამიტომ გამოცდილი ცენტრალური მცველი ახალი კლუბის ძიებაშია.
ამასობაში 36 წლის ფეხბურთელის აგენტმა პაულო ტონიეტომ იტალიურ მედიასთან თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა.
"შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამად "მილანთან" არანაირი კონტაქტი არ გვაქვს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სილვა პარიზს დატოვებს, სერია ა-ში დაბრუნება ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი იქნება." - განაცხადა აგენტმა.