logo

"მილანის" მწვრთნელის პოსტზე შევჩენკოს კანდიდატურა კვლავ აქტუალურია

"მილანის" მწვრთნელის პოსტზე შევჩენკოს კანდიდატურა კვლავ აქტუალურია

"Sportmediaset"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რალფ რანგნიკი "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთადერთი ვარიანტი არაა და ანდრეი შევჩენკოს კანდიდატურაც აქტიურად განიხილება.

იმ შემთხვევაში თუ უკრაინელი სპეციალისტი "როსონერის" ჩაიბარებს, ასისტენტად მაურო ტასოტი ეყოლება, რომელიც წლების მანძილზე კარლო ანჩელოტის ასისტენტი იყო და ამჟამად შევჩენკოსთან ერთად უკრაინის ეროვნულ ნაკრებში მუშაობს.

"მილანის" ყოფილი ფეხბურთელი შემდგომში ლომბარდიული გრანდის მწვრთნელის პოსტზე რამდენჯერმე დაინიშნა. კაპელოსა და ანჩელოტის შემთხვევაში ეს ყველაფერი წარმატებული იყო, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით ზეედორფსა და ინძაგიზე.

5 თვის წინ
987 / 3
rossoneri-best
user
Alexandre Chomeriki-terasini გატუზო?....ვინ დაწერა სტატია ....ბესიკიიმ?
user
rijkaard ყოველთვის მსიამოვნებს როცა გუნდში ლეგენდებს ვხედავ, ძალიან გული მწყდება პაოლოს შესახებ ასევე გამიტყდა ბობანის წასვლა, მაგრამ პიოლით რომ ფონს ვერ გავიდოდით ფაქტია და რატომ დაიწყეს ასეთ ხალხზე მუშაობა ეგ ვერ გავიგე ან რაშუაში იყო საერთთოდ ჯამპაოლო, დღეს დაიწერა რანგნიკს მხოლოდ დირექტორობა სურს და მწვრთნელად იულიან ნაგელსმანს განიხილავენო და აი ეგ ბიჭი მართლა მაგარი მწვრთნელია
user
shevchenko moiyvanet es kaci moiyvanet 
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 124
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ