logo

"მილანი" ბრაზილიელი ტალანტისთვის ბრძოლაში ერთვება (+ვიდეო)

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მილანურ კლუბს ახალი სამიზნე ჰყავს, რომლის შეძენასაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება.

როგორც ნიკოლო შირა იტყობინება, "როსონერი" კაიო ჟორჟეს გადმობირებითაა დაინტერესებული. 18 წლის კაიო ამჟამად "სანტოსის" ღირსებას იცავს. დრიბლინგი, სირბილი, ფიზიკური მომზადება - ეს სამი კომპონენტი, რომელსაც ბრაზილიელი ტალანტი უდავოდ ფლობს. აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ მან უკვე მრავალი გრანდის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის ტურინის "იუვენტუსისაც".

იგივე წყარო დასძენს, რომ ლომბარდიული გრანდი ნიჭიერი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტია.

ცნობისათის, ახალგაზრდა ფორვარდს ბრაზილიური კლუბის მაისურით ამ სეზონზე 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც თავის გამოჩენა მხოლოდ ერთხელ მოახერხა.


4 თვის წინ
984 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 24
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ