"სან-სირო"? როდესაც ამ სტადიონის მინდორზე რვაასზე მეტჯერ გახვალ სათამაშოდ, ცხადია, ეს შენი მეორე სახლია", - პაოლო მალდინი.
დაარსება
სტადიონის დაარსების იდეა გასული საუკუნის დასაწყისში მილანის პრეზიდენტს, პიერო პიერის გაუჩნდა. ადგილის შესარჩევად მრავალი ადგილი ნახა, თუმცა საბოლოოდ მილანის გარეუბანი, სან სირო გადაწყვიტა. იმ დროს იქ იპოდრომი იყო გაშენებული.
სტადიონის მშენებლობა 1925 წელს დაიწყო. საბოლოო სახე კი უკვე 13 თვეში მიიღო. არენა ოფიციალურად 1926 წლის 19 სექტემბერს გაიხსნა და მხოლოდ ფეხბურთისთვის იყო განკუთვნილი. სტადიონზე განლაგებული იყო ოთხი ერთმანეთისაგან დაშორებული ტრიბუნა, რომელიც მხოლოდ 35 000 ადამიანზე იყო გათვლილი.
პირველი შეხვედრაში მილანი და ინტერი დაუპირისპირდნენ და ყველასათვის მოულოდნელად ამ უკანასკნელმა 6:3 სძლია როსონერის. პირველი ოფიცილური მატჩი იტალიის ჩემპიონატში უფრო მოგვიანებით ჩატარდა. მილანმა "სამპიერდარენეზესთან” 1:2 წააგო. მაშინ ამბობდნენ, რომ ამ კლუბისთვის სან სირო დათარსული იყო.
ამ სტადიონზე იტალიის ნაკრებმა პირველი მატჩი 1927 წლის 20 თებერვალს ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ გამართა და ფრედ 2:2 ითამაშა.
რეკონსტრუქციები
პირველი: პირველი რეკონსტრუქცია სან-სიროს 1939 წელს ჩაუტარდა და 50 ათას მაყურებლამდე გაიზარდა. უკვე 1947 წლიდან სტადიონი მეორე მილანური კლუბის, ინტერის საშინაო არენა გახდა (მანამდე"არენა ნაპოლეონიკზე" თამაშობდა). ნერაძური თავიდან იჯარას იხდიდა, თუმცა შემდეგ სტადიონის თანამფლობელი გახდა.
მსოფილიო ჩემპიონატი სან სიროზე
60-იანი წლებიდან სან სირო საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატების ფინალებს მასპინძლობს. 1963, 1964, 1965 და 1969 წლებში მილანმა და ინტერმა საშინაო შეხვედრები საკონტინენტთაშორისო თასზე აქ ჩაატარეს. იგივე მოხდა 1991, 1994 1995 და 1997 წლებში.საკლუბო ფინალები
ჩემპიონთა ლიგის არაერთი ფინალი გაიმართა სან-სიროზე. 1965 წელს ფინალში ინტერმა ლისაბონის ბენფიკას სძლია, 5 წლის შემდეგ ამავე სტადიონზე თასი ფეინოორდმა აღმართა, მას შემდეგ რაც გლაზგოს სელტიკი დაამარცხა. 2001 წელს კი მიუნხენის ბაიერნმა პენალტების სერიაში ვალენსია დაამარცხა. 2016 წელს სან სირომ ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთ ფინალს უმასპინძლა და აქაც, კიდევ ერთხელ, გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიამ გაარკვია. მადრიდულ დერბიში "რეალმა" "ატლეტიკოს" მოუგო.
მნიშვნელოვანი მატჩი
1952 წლის 23 აპრილს იტალიის ნაკრებმა სან-სიროზე ბრაზილიას უმასპინძლა. ვიჯილის დუბლის და დე სორდის ზუსტ დარტყმის წყალობით სკუადრამ აძურამ 3:0 სძლია მეტოქეს. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, 125 ათასი გულშემატკივარი დასწრო, მაშინ როდესაც იმ დროს მხოლოდ დასავლეთი ტრიბუნაზე იყო სკამები.
"მილანისა" და "ინტერის" ახალი სტადიონი
2019 წლის 24 ივნისს "მილანმა" და "ინტერმა" ერთობლივი განცხადება გააკეთეს ახალი სტადიონის შესახებ, რომელიც სან სიროს ჩაანაცვლებს. ახალი სტადიონი 60 000 მაყურებელს დაიტევს, ხოლო მისი საერთო ღირებულება 800 მილიონი ევროთია განსაზღვრული. არენა მზად 2022/23 წლის სეზონისთვის იქნება.
არენა ატლანტაში, ჯორჯიის შტატის დედაქალაქში მდებარე მერსედეს-ბენც სტადიონის პროექტის მიხედვით აიგება.
მილანის მერმა ჯუზეპე სალამ განაცხადა, რომ სან სირო 2026 წლამდე იარსებებს, რათა ზამთრის ოლიმპიადა და პარაოლმპიადა მიიღოს.
2019 წლის 26 სექტემბერს "მილანმა" და "ინტერმა" სტადიონის შესაძლო 2 პროექტი წარადგინეს. ამ ეტაპზე არენის დასახელებად Nuovo Stadio Milano - ს იყენებენ, თუმცა იგი სპონსორის სახელის მიხედვით შესაძლოა შეიცვალოს.
გაბია, ბენასერი, ტონალი, კრუნიჩი, სალმაკერსი, რებიჩი
ლეაო